08:11 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-03 18:31:16, 2539 ნახვა

სამართალი კომენტარი
დიმიტრი გვრიტიშვილი: პრეტენზია, რომ სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის წესი ხარვეზიანია, დაუსაბუთებელია

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, პრეტენზიები იმის თაობაზე, რომ ამა თუ იმ სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის წესი ხარვეზიანია, მისთვის მიუღებელი და დაუსაბუთებელია.

გვრიტიშვილის განმარტებით, კანდიდატთან, რომელიც არის წარმოდგენილი თავმჯდომარის თანამდებობაზე, ტარდება გასაუბრება და ყველას აქვს შესაძლებლობა, შეაფასოს არის თუ არა ის შესაბამისი დასაკავებელი თანამდებობისთვის.

„დღეს მოქმედი კანონმდებლობით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს, რომ დაინიშნოს თავმჯდომარე. კანონში არ არის გაწერილი ის პროცედურაც კი, რომლის პრაქტიკაც საბჭოს წინა შემადგენლობამ დაამკვიდრა და ჩვენც ვაგრძელებთ მას, რომ კანდიდატთან, რომელიცაა წარმოდგენილი თავმჯდომარის თანამდებობაზე, ტარდება გასაუბრება. ყველას აქვს შესაძლებლობა, შეაფასოს, არის თუ არა ეს კანდიდატი შესაბამისი დასაკავებელი თანამდებობისთვის. ამიტომ პრეტენზია, რომ ხარვეზიანია არჩევის წესი, ჩემი აზრით, მიუღებელი და დაუსაბუთებელია. იმ წესით, რომლითაც დღეს  ჩვენ ვიხელმძღვანელეთ, წარსული წლების განმავლობაში არიან დანიშნული თავმჯდომარეები და რაიმე სერიოზული პრეტენზიები მათ მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით, არ გამოთქმულა“, - აღნიშნა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

იგი ასევე არ ეთანხმება არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებს, რომ საქალაქო სასამარათლოს თავმჯდომარის კანდიდატურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებთან წინასწარ იყო შეთანხმებული.

„ამგვარი შეთანხმება არ არსებობს. გიორგი მიქაუტაძემ წარმოადგინა კანდიდატურა ვასილ მშვენიერაძის. იგი არის პატიოსანი, კარგი მენეჯერული უნარის მქონე ადამიანი. 9 წლის განმავლობაში ეკავა თავმჯდომარის თანამდებობა სხვადასხვა სასამართლოში. მას გააჩნია ავტორიტეტი სასამართლო სისტემაში, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, ყოველგვარი წინასწარი შეთანხმების გარეშე მიგვეღო ასეთი გადაწყვეტილება“, - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics