00:23 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-01 13:08:04, 2288 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

სხდომაზე თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

როგორც  დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ ჟურნალისტებს სხდომის დაწყებამდე განუცხადა, მმართველი პარტიის კანდიდატი უკონკურენტოა.

„კახა კალაძის კანდიდატურა დადგება პოლიტსაბჭოზე და ყველას მხრიდან არის კონსენსუსი. დღეს საღამოს უკვე კალაძის წარდგენა იქნება, როგორც ქალაქის მერობის კანდიდატის. მგონი, კახა კალაძეს კონკურენტი არ ჰყავს პარტიებიდან და კანდიდატებიდან. ძირითადი კონკურენტი იქნება ის საქმეები, რომლებიც უნდა გაკეთდეს ქალაქში და ვფიქრობ, რომ ეს ხედვა იქნება ძალიან ზუსტად ჩამოყალიბებული კახის მხრიდან და ის ღირსეულად გაიმარჯვებს“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

მერობის კანდიდატს ოფიციალურად პრემიერ-მინისტრი, ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი მთაწმინდის პარკში, 20:00 საათზე წარადგენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics