|
2017-06-30 18:12:07, 2918 ნახვა
საზოგადოება
„მედიქლაბჯორჯიას“ გაერთიანებულმა კომისიამ საერთაშორისო აკრედიტაცია მიანიჭა
გაერთიანებულმა კომისიამ - Joint Commission International-მა (JCI) საქართველოში პირველად სამედიცინო ცენტრ „მედიქლაბჯორჯიას“ საერთაშორისო აკრედიტაცია მიანიჭა. აღნიშნულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრო და ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის ამ სიახლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „საქართველოში ეს პირველი შემთხვევაა და მოხარული ვარ, რომ ამ გუნდმა ეს შეძლო. ზუსტად ვიცი, ამას რამდენიმეწლიანი, ინტენსიური მუშაობა დასჭირდა. ეს მნიშვნელოვანია, მთლიანად ქართული ჯანდაცვისთვის იმიტომ, რომ გაჩნდა ხარისხის სტანდარტის ახალი თამასა, რომელსაც მჯერა, სხვა დაწესებულებებიც აუბამენ მხარს,“ - აღნიშნა დავით სერგეენკომ. JCI აუდიტორთა ჯგუფმა სამედიცინო ცენტრ „მედიქლაბჯორჯიას“ საქმიანობის სრული სპექტრი, როგორც სტაციონარული, ასევე ამბულატორიული და სასწრაფო-გადაუდებელი მომსახურებისათვის, ჰოსპიტალური სერვისებისათვის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაზე შეაფასა. კრიტერიუმები მომსახურების ყველა ასპექტს - პაციენტის უსაფრთხოებას, ჯანმრთელობის შეფასებისა და მკურნალობის სქემებს, მედიკამენტების მენეჯმენტს, ინფექციების პრევენციასა და კონტროლს, ქირურგიულ და საანესთეზიო, ასევე ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ სადიაგნოსტიკო სერვისებს, საექთნო მოვლას, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვას, პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების უფლებების დაცვას, სამედიცინო ჩანაწერების წარმოებასა და ინფორმაციის კომუნიკაციას, პერსონალის განათლებასა და კვალიფიკაციას, შენობის ინფრასტრუქტურასა და უსაფრთხო ოპერირებას, კლინიკური მენეჯმენტის ეფექტურობას, ასევე სასწავლო რესურსების ცენტრის საქმიანობას მოიცავდა. აღსანიშნავია, რომ სამედიცინო ცენტრი „მედიქლაბჯორჯია” პირველი კლინიკაა საქართველოში, რომელიც ჰოსპიტალური სერვისების ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის დადგენილი აშშ-ის სტანდარტების კრიტერიუმებს სრულად აკმაყოფილებს. „მედიქლაბჯორჯია” მსოფლიოს მასშტაბით ანალოგიური აკრედიტაციის მქონე 600 ჰოსპიტალს შორისაა. JCI აშშ-ში მოქმედი ყველაზე მსხვილი სააკრედიტაციო ორგანიზაცია The Joint Commission-ის შვილობილ კომპანიასა და საერთაშორისო ფილიალს წარმოადგენს. საერთაშორისო აკრედიტაციის, კონსულტაციების, პუბლიკაციებისა და საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით JCI The Joint Commission-ის მისიის აღსრულებას გლობალურ დონეზე უზრუნველყოფს და მსოფლიოს 90 ქვეყანაში, ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე საერთაშორისო ორგანიზაციებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოებს, სამინისტროებსა და სამედიცინო დაწესებულებებს მომსახურების ხარისხის შეფასებასა და პაციენტის უსაფრთხოების გაუმჯობესებაში ეხმარება. (NS)
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)