|
2017-06-30 11:09:45, 994 ნახვა
რეგიონი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა კიდევ ერთი ვიდეორგოლი „აჭარის ფერები“ გაავრცელა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა აჭარის პოპულარიზაციის მიზნით გადაღებული კიდევ ერთი ვიდეორგოლი „აჭარის ფერები“ გაავრცელა. კლიპში წარმოდგენილია ტურისტის თვალით დანახული აჭარა, თავისი მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტებითა და შესაძლებლობებით. ვიდეორგოლი დეპარტამენტის შეკვეთით სარეკლამო კომპანია JWT METRO-მ გადაიღო. როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ სულხან ღლონტმა აღნიშნა, მსგავსი კონცენგციის ვიდეორგოლი ქართული ტურისტული და ასევე სარეკლამო ბიზნესისთვის სრულიად ახალი პროდუქტია. „თამამად შეიძლება ითქვამს მსგავსი კონცეფციის ვიდეორგოლი ქართული ტურისტული და ასევე სარეკლამო ბიზნესისთვის სრულიად ახალი პროდუქტია. კლიპში გადმოცემულია ტურისტების თვალით დანახული აჭარა. ვიდეორგოლის სათაური „აჭარის ფერები“, ისევე როგორც მისი შინაარსი და ვიზუალიზაცია ზედმიწევნით ზუსტად ასახავს ჩვენი რეგიონის მრავალფეროვნებას“,-განაცხადა ღლონტმა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით სულ ამ ეტაპისთვის 4 ვიდეორგოლია გადაღებული, რომელსაც ტურისტები 16 სამიზნე ქვეყანაში ნახავენ, როგორც ინტერნეტ და სოციალური მედიის საშუალებით, ასევე საერთაშორისო მედიით მეშვეობით. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი წელს პირველად, რეგიონის ტურისტული პოტენციალის რეკლამირებას მსოფლიოს 16 ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის სარეკლამო აქტივობებით ანხორციელებს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)