05:24 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-29 11:08:56, 2133 ნახვა

სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს გამომძიებლები დაიკითხებიან, რომლებმაც აეროპორტში მამალაძის ბარგი ამოიღეს და სახლი გაჩხრიკეს

ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესი  ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდება.

პროკურორ ზვიად გუბელაძის ინფორმაციით, დღეს ბრალდების მხარის 10 მოწმე დაიკითხება.

კერძოდ, პროკურორის განმარტებით, მათ შორის დაიკითხებიან ის გამომძიებლები, რომლებმაც აეროპორტში უშუალოდ  ამოიღეს ბრალდებულ მამა გიორგი მამალაძის ბარგი.

ასევე, ზვიად გუბელაძის თქმით, დაიკითხებიან გამომძიებლები, რომლებმაც ბრალდებულის  სახლის ჩხრეკა ჩაატარეს და იარაღი ამოიღეს.

„ისინი დაადასტურებენ, რომ  საგამოძიებო მოქმედება  კანონის სრული დაცვით ჩატარდა“, -აღნიშნა ზვიად გუბელაძემ.

გარდა ამისა, ზვიად გუბელაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ პატრიარქის მდივან რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი აუცილებლად დაიკითხება, თუმცა ეს დღეს არ მოხდება.

პროკურორი მისი დაკითხვის კონკრეტულ თარიღს არ ასახელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics