23:12 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-28 20:06:10, 2864 ნახვა

პოლიტიკა
ჯანი ბუკიკიო: პროპორციული სისტემის შემოღების 2024 წლამდე გადავადებით იმედგაცრუებული ვარ

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო საქართველოში პროპორციული სისტემის შემოღების 2024 წლამდე გადავადებით იმედგაცრუებულია.

ამის შესახებ ბუკიკიომ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიუხედავად, ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

„ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან ეს პროცესი იყო ძალზე პროგრესული. პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება შეთანხმებული იყვნენ, რომ წინ წასულიყვნენ და ჩვენი მოკრძალებული რჩევითა და დახმარებით კარგი საქმე გავაკეთეთ. ახლა, ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ იმედს ვიტოვებ და ვიწვევ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ ვიპოვოთ კარგი, კომპრომისული გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ბუკიკიომ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics