10:28 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-23 18:13:11, 2652 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს მიმართულებით ოპერირებას კიდევ ერთი იორდანიული ავიაკომპანია იწყებს

25 ივნისიდან ამანი - ბათუმი - ამანის მიმართულებით იორდანიული ავიაკომპანია "Royal Wings"  მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელებას იწყებს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ფრენები 10 სექტემბრის ჩათვლით, კვირაში ორი სიხშირით - ოთხშაბათს და კვირას, Airbus A320 / Boeing B737 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, ჩარტერული რეისების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას 21 ივნისს მიანიჭა.

 "Royal Wings" მეორე იორდანიული ავიაკომპანიაა „Air Arabia Jordan"-ის შემდეგ, რომელმაც  საქართველოს მიმართულებით ოპერირება დაიწყო. ამანი - თბილისი - ამანის რეგულარულ ავიარეისებს „Air Arabia Jordan"  28 აპრილიდან ასრულებს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics