08:44 - 28 Jul, 2026
|
2015-04-20 12:19:09, 1666 ნახვა
სამხედრო
უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედროს გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ უკრაინაში ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა და განაცხადა, რომ მისი გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს. "მინდა მწუხარება გამოვთქვა უკრაინაში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს. სახელმწიფო გადმოსვენების ხარჯებს თავის თავზე აიღებს",-აღნიშნა მინდია ჯანელიძემ. შეგახსენებთ, ქართველი სამხედრო გიორგი ჯანელიძე საბრძოლო მოქმედებების შედეგად შიროკინოში ორი დღის წინ დაიღუპა. ის ბატალიონ „აზოვში“ მოხალისედ მსახურობდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)