19:45 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-21 00:04:10, 2023 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: არავის უნდა მიეცეს საშუალება საქართველოში ხელი შეუწყოს ჰომოფობიური და ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას

ჩვენი ამოცანაა, რომ ნებისმიერი ადამიანის ინტერესები იყოს დაცული, მათ შორის, უმცირესობების და საქართველოში არ გაღვივდეს ჰომოფობიური განწყობები, - ამის სესახებ ირაკლი კობახიძებ გადაცემა „არჩევანში“ ისაუბრა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არავის უნდა მიეცეს საშუალება საქართველოში ხელი შეუწყოს ჰომოფობიური და ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას.

„ვენეციის კომისიის მთავარი მიდგომა მდგომარეობს იმაში, რომ ეს ჩანაწერი არ უნდა გახდეს დისკრიმინაციის საფუძველი. ჩვენ ზუსტად ამას ვამტკიცებდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რომ ამ ცვლილების მთავარი მიზანია არ მივცეთ არავის საშუალება ქორწინების დეფინიციის ბუნდოვანებით ისარგებლონ და ხელი შეუწყონ საქართველოში ჰომოფობიური და ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას.

ჩვენი ამოცანაა, რომ ნებისმიერი ადამიანის ინტერესები იყოს დაცული, მათ შორის, უმცირესობების და საქართველოში არ გაღვივდეს ჰომოფობიური განწყობები. ჩვენთან მოქმედებს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, რომელიც სათანადოდ იცავს ნებისმიერი ადამიანის უფლებას“, - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთიდან საქართველოში ამანათები 474%-ით გაიზარდა
ჟორჟოლიანი: რეფორმატორთა საბჭო „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად იმუშავებს
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics