18:41 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-17 13:13:57, 2214 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: ჰელმუტ კოლის სახით ქართველმა ხალმა დიდი მეგობარი დაკარგა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გერმანიის ყოფილი კანცლერის ჰელმუტ კოლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყოფილი კანცლერის ბატონი ჰელმუტ იოზეფ მიხაელ კოლის გარდაცვალების გამო. ჰელმუტ კოლი იყო ეპოქალური მნიშვნელობის ლიდერი, რომელმაც განსაკუთრებული როლი შეასრულა ცივი ომის დასრულებასა და ევროპის გაერთიანებაში. განუზომელია მისი ღვაწლი საქართველო-გერმანიის ურთიერთობების განვითარებაში.

მისი სახით ქართველმა ხალმა დაკარგა დიდი მეგობარი, რომელის თანადგომაც არაერთხელ გვიგვრძვნია ჩვენთვის მნიშვნელოვან წუთებში.

ვუსამძიმრებ ბატონი კოლის ოჯახს, გერმანიის მთავრობასა და გერმანელ ხალხს. დარწმუნებული ვარ რომ ჰელმუტ კოლის ღვაწლი არასოდეს მიეცემა დავიწყებას და მისი სახელი ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს გერმანელი ხალხისა და კაცობრიობის ისტორიაში“, - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ჰელმუტ კოლი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
ქეთევან თოიძემ Tashkent International Investment Forum-ზე გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა
ტრამპი: აშშ ირანზე ახალი დარტყმებისთვის ემზადება
ტრამპი: აშშ უკრაინას Patriot-ის სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიას მისცემს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics