|
2017-06-16 15:53:48, 805 ნახვა
სამხედრო
სამხედრო პოლიცია დაარსებიდან მე-12 წლისთავს აღნიშნავს
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ სასწავლო ცენტრში (JTEC) სამხედრო პოლიციის დღე აღინიშნა. სამხედრო პოლიციელებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა დავით კარიაულმა მიულოცეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება საჩვენებელი ტაქტიკური სწავლებებით დაიწყო. აღმოსავლეთ ბატალიონმა კონვოის ოპერაცია განახორციელა. დაცვისა და უსაფრთხოების მთავარმა სამმართველომ კი, დაცვა-ესკორტირების ოპერაცია ჩაატარა. სიტყვით მიმართვისას თავდაცვის მინისტრმა პირად შემადგენლობას პროფესიული დღე მიულოცა და შეიარაღებულ ძალებში სამხედრო პოლიციის როლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ლევან იზორიამ განსაკუთრებით გამოყო დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის მიერ შეიარაღებულ ძალებში სამართალდარღვევის პრევენცია და სამხედრო დისციპლინისა და წესრიგის მაქსიმალური უზრუნველყოფა. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. თავდაცვის მინისტრმა წარმატებულ სამხედრო პოლიციელებს საშტატო იარაღები გადასცა. პირადი შემადგენლობა დაჯილდოვდა მედლებით „გენერალი კვინიტაძე“ და „სამშობლოსათვის თავდადებული“. დღესვე, სამხედრო პოლიცის დეპარტამენტის შეიარაღების, ტექნიკისა და სპეციალური აღჭურვილობის გამოფენა მოეწყო. 2005 წელს სამხედრო კომენდატურის ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი შეიქმნა, რითაც საფუძველი სამხედრო პოლიციის, როგორც ინსტიტუციის შემდგომ განვითარებას ჩაეყარა. 2008 წლის აგვისტოში სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში მიიღეს მონაწილეობა. 2009 წლიდან სამხედრო პოლიცია ქართული კონტინგენტის შემადგენლობაში ავღანეთის რესპუბლიკაში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში ჩაერთო. 2015 წელს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შემდგომი განვითრებისათვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადაიდგა - სამხედრო პოლიცია გაძლიერდა საბრძოლო კომპონენტით და შეიქმნა სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ და დასავლეთ ბატალიონები. 2016 წლის ივნისში წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის, საერთო-საჯარისო ცენტრის, საბრძოლო უზრუნველყოფის სკოლის, სამხედრო პოლიციის კურსი დაარსდა, რომელზეც სპეციალიზაციას სამხედრო პოლიციის მოსამსახურეები გადიან.
(NS)
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)