01:33 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-15 12:47:36, 2345 ნახვა

კომენტარი მსოფლიო
სორაია პოსტი: გატაცებული ჟურნალისტი სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს და გამჭვირვალე გამოძიება ჩატარდეს

ევროპარლამენტარი სორაია პოსტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გმობს.

ევროპარლამენტის დეპუტატმა საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს მოუწოდა აღნიშნული საკითხი გამოიძიონ. 

პოსტის თქმით, აზერბაიჯანის მოსახლეობას სჭირდება დემოკრატია და არა დემოკრატიის ილუზია. 

"ჩვენ ვგმობთ იმას რაც მოხდა ჟურნალისტის თავს, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გამოიძიოს ეს საქმე და ასევე მოვუწოდებთ აზერბაიჯანის მთავრობას. ჩვენ და აზერბაიჯანის მოსახლეობას გვჭირდება დემოკრატია და არა დემოკრატიის ილუზიაა, გატაცებული ჟურნალისტი სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს. გამჭვირვალე გამოძიება უნდა ჩატარდეს აზერბაიჯანში და საქართველოში. ბაქომ და თბილისმა უნდა ითანამშრომლონ გამოძიებასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება პარტნიორობის საკითხი", - განაცხადა სორაია პოსტმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics