01:25 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-14 15:15:10, 2311 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
რატიანი: სანამ მუხთარლის საქმე არ არის გამოძიებული, მანამდე მთელ ქვეყანას ტომარა აქვს გადაფარებული

„მუხთარლის ამბავმა კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას და ახლა უკვე სრულიად ცხადი გახადა „ქართული ოცნების“  ხელისუფლების სამარცხვინო საქმე და სახე, ეს სახე თანდათანობით ცნობილი ხდება საერთაშორისო მასშტაბით“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც რატიანმა აღნიშნა, თეორიულადაც შეუძლებელია, რომ რაიმე მიმართულებით „ქართული ოცნების“  ხელისუფლება გამართლდეს.

„ სამწუხაროა ,რომ ამან ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი ძალიან დააზიანა.  სანამ ეს  საქმე არ არის გამოძიებული , მინდა გითხრათ  რომ მთელ ქვეყანას აქვს გადაფარებული ტომარა, მეტიც ეს ტომარა გადაფარებული აქვს პარლამენტს და უმრავლესობას. თეორიულადაც არ არის შესაძლებლობა , რომ გაამართლო რაიმე მიმართულებით „ ქართული ოცნების“  ხელისუფლება. ის რომ სხვა ქვეყნის სპეც სამსახურებმა მოიტაცეს ადამიანი ეს ნიშნავს იმას  რომ არ არსებობს უსაფრთხოების სამსახური, ჩამოშლილია შინაგან საქმეთა სამინისტრო.   ეს  ფაქტობრივად იმასაც ნიშნავს,  რომ რეალურად ქვეყნის იმიჯი არ არსებობს“,-განაცხადა რატიანმა.

მისივე თქმით, ვიცე პრემიერის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადება შეურაცხმყოფელი იყო.

„შემდეგ დღეებში რაც ხდებოდა ეს კიდევ უფრო შეურაცხმყოფელია, როდესაც ვიცე პრემიერი ამბობდა, რომ არ არის ეს ჟურნალისტიო ეს არის საზოგადოების მორალური და ინტელექტუალური შეურაცხყოფა და ამას აკეთებს განათლების მინისტრი.   სრულიად  ამაზრზენია ის , რომ მეორე დღეს პრემიერმა გააკეთა განცხადება თითქოსდა თავშესაფარს აძლევდა ამ ადამიანებს,  ესეც  შეურაცხმყოფელია . ეს არის ხელისუფლების დანაშაული , რომელსაც არ შეარჩენს არც ქართული საზოგადოება და არც საერთაშორისო საზოგადოება ამიტომ მოგიწოდებთ რომ  ყველაფერი გააკეთოთ  იმისთვის, რომ ეს საქმე იყოს გამოძიებული“,-განაცხადა რატიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics