12:51 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-17 18:32:28, 478 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ხვალ რაჭა-ლეჩხუმს ესტუმრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ახალი სამთავრობო პროექტის - „ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის“ პრეზენტაციას ხვალ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში გამართავს.

პრემიერი ბიზნესმენებს ამბროლაურის კულტურის სახლში 14:00 საათზე შეხვდება და რეგიონში არსებულ საწარმოო პოტენციალს გააცნობს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალი პროგრამა - „ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის“, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ხორციელდება.

ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, შესწავლილია ყველა რაიონსა და ქალაქში არსებული რესურსი, რათა ხელისუფლებამ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი რაიონებში ბიზნესისა და ადგილობრივი წარმოების განვითარებას.

სამთავრობო პროგრამის წარდგენამდე, 12:00 საათზე, პრემიერ-მინისტრი ჭრებალოს ღვინის ქარხანას ესტუმრება, სადაც კიდევ ერთი ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. მთავრობის მეთაური ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ისაუბრებს პროგრამაზე, რომელიც მცირე და მიკრომეწარმეობის განვითარებას ისახავს მიზნად.

რეგიონში სტუმრობისას დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერატორსა და რაიონების გამგებლებთან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics