17:10 - 23 Jun, 2026
|
2017-06-09 18:07:20, 2475 ნახვა
სამართალი საზოგადოება
Birja Mafia-ს წევრს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
ჯგუფ Birja Mafia-ს წევრს მიხეილ მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ბადრი შონიამ აღნიშნული გადაწყვეტილება განმარტა და აღნიშნა, რომ არსებობს ბრალდებულის მიმალვის საფრთხე. შესაბამისად, სასამართლომ პატიმრობის შეფარდების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. შეგახსენებთ, რომ დაკავებულს ბრალად დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედება. მიხეილ მგალობლიშვილი ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატი აცხადებს, რომ მიხეილ მგალობლიშვილის დაკავება ჯგუფის ვიდეო კლიპს და ამ კლიპში პოლიციელის გაშარჟებას უკავშირდება. ნარკოტიკული საშუალება კი როგორც ადვოკატი აცხადებს, მგალობლიშვილს პოლიციელებმა ჩაუდეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)