|
2017-06-08 20:02:24, 1714 ნახვა
საზოგადოება
ავთანდილ ხურციძე დაკავების გამო, ლონდონში დაგეგმილ ორთაბრძოლაში მონაწილეობას ვერ მიიღებს
მოკრივე ავთანდილ ხურციძის პრომოუტერის ლოუ დიბელას განცხადებით, ხურციძე ლონდონში დაგეგმილ ორთაბრძოლას, დაკავების გამო ვერ მოახერხებს, - ამის შესახებ ბრიტანული მედია იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ჩემპიონატის ორგანიზატორები გამოძიებისგან დამატებით ინფორმაციას ელოდებიან, რის შემდეგაც მიიღებენ გადაწყვეტილებას შოუსთან დაკავშირებით, მათ შორის ბილეთების დაბრუნებაზე. ცნობისთვის, ავთანდილ ხურციძისა და ბრიტანელი მოკრივე ბილი ჯო სანდერსის ორთაბრძოლა გადაიდო. შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკში დაკავებულ ქართველებს შორის, რომლებიც აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, რუსულ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან, შესაძლოა ცნობილი სპორტსმენებიც იყვნენ. ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ დაკავებულთა სია გამოაქვეყნა. სიის თანახმად, დაკავებულებს შორის არიან ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი, თუმცა ამ დროისთვის დადასტურებული არ არის, საუბარია თუ არა ქართველ სპორტსმენებზე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)