23:58 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-08 10:21:17, 1703 ნახვა

საზოგადოება
შოთა რეხვიაშვილმა ესტონეთისა და ლატვიის დელეგაციებს საქართველოში არსებული თავშესაფრის სისტემა გააცნო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე  შოთა რეხვიაშვილი ესტონეთისა და ლატვიის დელეგაციებს შეხვდა და საქართველოში არსებული თავშესაფრის სისტემა გააცნო.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ თავშესაფრის სფეროში მიღებულ ახალ კანონმდებლობასა და განხორციელებულ რეფორმებზე.

ასევე, დაიგეგმა სამ ქვეყანას შორის თავშესაფრის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შემდგომი ღონისძიებებიც.

უწყების ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დელეგაციები საქართველოში ევროკავშირთან არსებული პლატფორმის „მობილურობა პარტნიორობისთვის“ ფარგლებში იმყოფებოდნენ. 

თავშესაფრის თემებზე თანამშრომლობა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის მომავალშიც გაგრძელდება. 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics