23:58 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-07 18:27:36, 2020 ნახვა

საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტოს ინდონეზიის დელეგაცია ეწვია

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ინდონეზიის დელეგაცია ეწვია.

სააგენტოს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანს სააგენტოს საქმიანობის გაცნობა წარმოადგენდა. ინდონეზიის დელეგაციას იმიგრაციის სამსახურის დირექტორი, რონი ფრანკი სემპი, ხელმძღვანელობდა.

დელეგაციის წევრები სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მუშაობასა და მის მიერ განხორციელებულ პროექტებს გაეცნენ. გაიმართა პრეზენტაცია საქართველოში მიგრაციის პოლიტიკაზე.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებს საშუალება მიეცათ, მონაწილეობა მიეღოთ იუსტიციის სახლის მიერ ორგანიზებულ ტურში, რათა უკეთ გასცნობოდნენ სერვისების გაცემის პროცესს. სტუმრებმა გუშინ მარტყოფის საზოგადოებრივი ცენტრი დაათვალიერეს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics