21:04 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-06 15:19:08, 2317 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი: საქართველოს ეკონომიკა შესაძლოა, დაგეგმილზე მაღალი ტემპებით განვითარდეს

ამ მომენტისათვის პირველი ინდიკატორები აჩვენებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და შესაძლოა ეკონომიკა დაგეგმილზე მაღალი ტემპებით განვითარდეს, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ენტონი დელანოიმ საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის სამწლიანი პროგრამის მიმდინარეობისა და არსებული პროგრესის შესახებ ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ფონდის პროგრამა, რომელიც აღნიშნული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის დირექტორთა საბჭომ 2017 წლის 12 აპრილს ერთხმად დაამტკიცა, საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან რეფორმების გეგმას ეფუძნება.

შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ ფონდის პროგრამით გათვალისწინებული საკითხები თანამიმდევრულად, ყოველგვარი ჩამორჩენის გარეშე ხორციელდება, რაც სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დადებითად შეაფასა. 

ცნობისთვის, სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის დროსაც დაგეგმილი აქვს შეხვედრების გამართვა საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელ პირებთან.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics