01:33 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-06 10:54:17, 2391 ნახვა

მსოფლიო
ყატარმა გამოსასყიდის სახით ტერორისტულ ორგანიზაციას ერთი მილიარდი დოლარი გადაუხადა

ყატარმა გამოსასყიდის სახით ტერორისტულ ორგანიზაციას ერთი მილიარდი დოლარი გადაუხადა, - ამის შესახებ გამოცემა Financial Times იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, 2015 წლის დეკემბერში ყატარის მმართველი სამეფო ოჯახის 26 წევრი ნადირობის დროს "ალ-ქაიდასთან" დაკავშირებულმა დაჯგუფების წევრებმა ერაყში გაიტაცეს.

როგორც გამოცემა წერს, ხანგრძლივი მოლაპარაკებების პროცესი, რომელშიც ერაყთან ერთად ასევე ირანი და ლიბანური მოძრაობა "ჰეზბოლა" იყო ჩართული, მიმდინარე წლის აპრილში გამოსასყიდის გადახდის შემდეგ დასრულდა. 

სამეფო ოჯახის წევრები ყატარის ელჩს გადასცეს.

შეგახსენებთ, რომ 5 არაბულმა ქვეყანამ ყატართან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. ყატარელ დიპლომატებს 5 სახელმწიფოს დასატოვებლად 48-საათიანი ვადა მიეცათ. ქვეყანასთან ასევე საჰაერო და საზღვაო მიმოსვლაც შეწყდება და ყატარის მოქალაქეებს ოთხივე ქვეყანაში შესვლა აეკრძალებათ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics