00:07 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-04 11:02:31, 2314 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ამერიკას რაც შეეძლება, ლონდონისა და გაერთიანებული სამეფოს დასახმარებლად,ყველაფერს გავაკეთებთ

ლონდონში მომხდარ ინციდენტებს, რომელსაც ბრიტანეთის პოლიციამ ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ტვიტერის“ მეშვეობით გამოეხმაურა:

„ლონდონისა და გაერთიანებული სამეფოს დასახმარებლად, ამერიკას რაც შეეძლება, ყველაფერს გავაკეთებთ. თქვენთან ვართ. ღმერთმა დაგლოცოთ",-დაწერა ტრამპა ტვიტერზე.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ბრიტანეთის პრემიერ ტერეზა მეის შორის სატალეფონო საუბარიც შედგა.

შეგახსენებთ, გუშინ ლონდონში ინციდენტი ორ ადგილას მოხდა.

თავდაპირველად, ლონდონის დროით 22:15 საათზე მიკროავტობუსი ლონდონის ხიდზე მოქალაქეებს დაეჯახა, შემდეგ კი ბოროტმოქმედები მოქალაქეებს თავს  სავაჭრო  უბან  Borough Market-ში დაესხნენ, რომლის შედეგადაც, რამდენიმე ადამიანი დაიჭრა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics