20:25 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-02 17:43:35, 1721 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა დაღუპული ჯარისკაცების შვილებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა

კამპანია „მამის მეგობრისგან“ გრძელდება. თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული ჯარისკაცების შვილებს ამჯერად გასართობ ცენტრ „ისთ ფოინთში“ უმასპინძლა. ღონისძიებას სამხედრო მოსამსახურეებიც დაესწრნენ. მინისტრმა პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა, წარმატებები უსურვა და დაღუპულთა ოჯახებს მხარდაჭერა აღუთქვა.

14 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს გასართობი ცენტრის, „ფოკუს მოკუსის“ წარმომადგენლებმა მრავალფეროვანი პროგრამა, ინტელექტუალური და სახალისო თამაში შესთავაზეს. ბავშვებს სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობისა და ატრაქციონებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცათ. მოგვიანებით, სტუმრებმა რესტორან „ლებოვსკის“ მენიუ დააგემოვნეს, ჯარისკაცების შვილებს სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ.

პროექტის „მამის მეგობრისგან“ ფორმატში ლევან იზორია გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებს საახალწლო ღონისძიებაზეც შეხვდა. დაღუპული და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების მხარდაჭერა და მათზე ზრუნვა თავდაცვის უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics