20:25 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-02 17:37:52, 1847 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში თემაზე „ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში“ დისკუსია გაიმართა

1 ივნისს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის აჭარის ოფისისა და „ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის” ორგანიზებით, ანბანის კოშკში, გაიმართა დისკუსია თემაზე „ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში - დღეს არსებული რეალობა და გამოწვევები“.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიში. შეხვედრაზე მიწვეული იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობების, აჭარის მთავრობის, რესურს-ცენტრების, სოციალური მომსახურების სააგენტოს და რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე მინისტრის მოადგილეებთან ერთად.

დისკუსიის პარალელურად ანბანის კოშკში გაიმართა „ინკლუზიური სწავლების ცენტრის“ ბავშვების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

ეს დღე მრავალ ქვეყნაში აღინიშნება და წარმოადგენს იმის შეხსენებას, რომ სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული ბავშვის კეთილდღეობა, რაც გულისხმობს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხელმისაწვდომი განათლებისა და ცხოვრების სათანადო პირობებით სარგებლობის უფლებათა განხორციელებას.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics