18:39 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-02 12:08:12, 2097 ნახვა

კომენტარი
ალეკო ელისაშვილი: ქართულმა მხარემ „დასაკლავი კრავივით“ გადასცა ჟურნალისტი აზერბაიჯანს

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ერთმნიშვნელოვანია, რომ ქართული სპეცსამსახურები დაეხმარნენ აზერბაიჯანულ მხარეს ადამიანის გატაცებაში და "დასაკლავი კრავივით გადასცეს ეს ადამიანი საწამებლად“.

ელისაშვილის თქმით ამ ფაქტის გამო პასუხის გება ხელისუფლებას მოუწევს.

"ერთმნიშვნელოვანია, რომ ქართული სპეცსამსახურები აზერბაიჯანს ადამიანის გატაცებაში დაეხმარნენ და ასე "დასაკლავი კრავივით" გადასცეს ეს ადამიანი მათ საწამებლად. ამაში მე პირადად ეჭვი არ მეპარება. ხელისუფლება ერთმანეთის საწინააღმდეგო განმარტებებს აკეთებს და ინდური ფილმის სცენარს წარმოგვიდგენს. ერთმნიშვნელოვანია, რომ პასუხის გება მოუწევს ხელისუფლებას, ჯეჯელავას თამადობით, ყველას",-განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოში 29 მაისს "გაუჩინარდა“. 30 მაისს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის აზერბაიჯანში ნაცემ მდგომარეობაში, მალულად გადაიყვანეს. მას სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის, საზღვრის უკანონო კვეთისა და კონტრაბანდის მუხლებით წაუყენეს ბრალი. გუშინ ბაქოში წინასასამართლო სხდომა გაიმართა. ჟურნალისტს წინასწარი 3-თვიანი პატიმრობა შეეფარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics