|
2015-04-16 17:01:19, 4116 ნახვა
სპორტი
საპატრიარქოში ასირიელ ბავშვებთან დაკავშირებით, არდადეგების გამო პოზიცია არ აქვთ
„ისლამური სახელმწიფო“ კადრებს ავრცელებს, სადაც ასახულია ასურელი ქრისტიანი ოჯახების, მათ შორის ბავშვების წამებისა და მკვლელობის ფაქტები. სოციალურ ქსელში „ფეისბუქ“ მომხმარებლები პეტიციას ავრცელებენ, სადაც საქართველოს მთავრობას თხოვნით მიმართავენ, ასურელ ქრისტიან ოჯახებს თავშესაფარი მისცენ, მოქალაქეები კი მათ ჰუმანიტარულ დახმარებას აღმოუჩენენ. პეტიციას ამ დროისთვის 8 ათასამდე ხელმოწერა აქვს. „ექსპრენისუსი“ ამ თემასთან დაკავშრებით საპატრიარქოს დაუკავშირდა. მიქაელ ბოტკოველმა კი განაცხადა, რომ საპატრიარქოში არდადეგებია, ის შვებულებაში იმყოფება და საკუთარ პოზიციას ვერ დააფიქსირებს. „არ ვიცი, ვერ გეტყვით, არდადეგებია, მე შვებულებაში ვარ და თბილისში არ ვიმყოფები“, – აღნიშნა ბოტკოველმა. მანამდე სააგენტო "აქცენტს" ბოტკოველმა უთხრა, რომ ასირიელი ქრისტიანებისთვის დახმარების გაწევა საპატრიარქოს პრეროგატივა არ არის. “ეს საკითხი საპატრიარქოს პრეროგატივა არ გახლავთ. ამაში ვერ ჩავერევით. დევნა ბევრ ქვეყანაში მიმდინარეობს და ყველას კარი რომ გავუღოთ, ეს შესაძლოა სახელმწიფოსთვის სასურველი არ იყოს."- განაცხადა ბოტკოველმა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)