18:39 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-01 13:27:48, 2260 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
პრემიერი: საქართველოში რაგბი ღირსების სიმბოლო გახდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში მიმდინარე  20 წლამდე მორაგბეთა ჩემპიონატს გამოეხმაურა და მას უმნიშვნელოვანესი მოვლენა უწოდა.

კვირიკაშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომ  აღნიშნული ჩემპიონატი საქართველოში ტარდება. მან მორაგბეებს წარმატებები უსურვა, ასევე მადლობა გადაუხადა ფონდ „ქართუს“, რომელიც კვირიკაშვილისვე განმარტებით, სარაგბო ინფრასტრუქტურის შექმნას წლებია, აფინანსებს:

"20 წლამდე მორაგბეთა ჩემპიონატი უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოში ტარდება პროექტ "CHECK IN GEORGIAS"-ს ფარგლებში, 31 მაისიდან დაიწყო ეს ჩემპიონატი და  არის ძალიან დიდი საერთაშორისო მნიშვნელობის მოვლენა. საქართველოში რაგბი არის ნადმვილად ნაციონალური თამაში, ღირსების სიმბოლო გახდა და მინდა, ყველა მორაგბეს მივულოცო ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, რომ ჩვენ ქვეყანაში ტარდება ესოდენ მნიშნელოვანი ჩემპიონატი და საქართველო მოანწილეობს ისეთ ქვეყნებთან ერთად, როგორიცაა ინგლისი, ირლანდია, ავსტრალია, უელსი, სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, არგენტინა, საფრანგეთი, შოტლანდია და იტალია. ყველა არის რაგბის ქვეყანა და ჩვენ ვართ ასეთი ქვეყნების რიგში. ეს არის შედეგი ძალიან ბევრი მუშაობის. საქართველოში უპრეცენდენტო სამუშაოები ჩატარდა რაგბის ინფრასტრუქტურის შესაქმნელად. 11 სარაგბო ბაზა აშენდა და 1 სარაგბო სტადიონი. არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო "ფონდ ქართუს", რომელიც წლებია, აფინანსებს თანმიმდევრულად სარაგბო ინფრასტრუქტურის შექმნას და მინდა, პირველ რიგში, საქართველოს ნაკრებს ვუსურვო წარმატება და გავამხნევო. მნიშნელოვანია, რომ მათი ფსიქოლოგიური მხნეობა იყოს იმის შესაბამისი, რა მომზადებაც მათ გააჩნიათ", - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics