18:16 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-01 11:39:10, 1651 ნახვა

საზოგადოება
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებულისთვის ბრალდების მოხსნას დიდ იმედგაცრუებას უწოდებს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებულის ბრალდების მოხსნის ფაქტს გამოეხმაურა.

როგორც მისიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, "ერთწლიანი ინტენსიური მუშაობისა და საგამოძიებო მასალების ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრებზე გადაცემის შემდეგ, მართლმსაჯულების აღუსრულებლობა დიდი იმედგაცრუება იყო.“

გიგა ოთხოზორიას საქმის გარდა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადების მიხედვით, გალის შეხვედრაზე საუბარი ადმინისტრაციულ საზღვართან დაკავებულთა ბოლოდროინდელ შემთხვევებს და ე.წ. ბორდერიზაციას შეეხო.

მისიის განცხადებით თანახმად, ადგილობრივ მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე წვდომას უზღუდავს. განხილვის თემა ასევე მარტში, ორი საკონტროლო გამშვები პუნქტის დახურვა და ადგილობრივ მოსახლეობაზე მისი გავლენა იყო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია, ერთი წლის წინ, 19 მაისს სოფელ ხურჩაში ე.წ.  მესაზღვრემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ბრალდებულ რაშიდ კანჯიოღლის, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ  პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა შეუწყვიტა, საქართველოში დაუსწრებლად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ბოლო განაჩენით 14 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა - შენახვის ბრალდებებით, საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics