18:15 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-31 14:48:09, 1776 ნახვა

საზოგადოება
სანერგე მეურნეობების სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის პროცესი მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თესლისა და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერტიფიცირების კვლევის სამსახურის წარმომადგენლებმა შიდა ქართლში, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, სანერგე მეურნეობები დაათვალიერეს. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კვალიფიციურობის დადგენის შემდეგ, სანერგე შეძლებს სერტიფიცირების პროცესში ჩართვას, რომელიც ნებაყოფლობითია და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი უფასოდ ახორციელებს. 

უწყების ინფორმაციით, სპეციალისტების მიერ ჩატარებული საველე ინსპექტირებისა და ლაბორატორიული ანალიზების შედეგებზე დაყრდნობით, სარგავი მასალის ჯიშობრივი ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი გაიცემა. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ მოიწონა კანონპროექტი „სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ”, რომელიც მისაღებად საქართველოს პარლამენტშია გადაგზავნილი.

აღნიშნული კანონპროექტი მიზნად ისახავს თესლისა და სარგავი მასალის დაცვის სფეროში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას, ბაზარზე ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის განთავსების უზრუნველყოფას და არეგულირებს  სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების რეგისტრაციასთან, თესლისა და სარგავი მასალის წარმოებასთან, გადამუშავებასთან, სერტიფიცირებასთან,  შენახვასთან, რეალიზაციასთან, მიკვლევადობასთან და ადგილობრივ და იმპორტირებულ თესლსა და სარგავ მასალასთან დაკავშირებულ საკითხებს.

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics