|
2015-04-16 11:42:18, 1859 ნახვა
სამხედრო
ვახტანგ კაპანაძემ მაზარ-ი-შარიფში IV მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული მოინახულა
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტის დასასრულს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა მაზარ-ი-შარიფში დისლოცირებული IV მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული მოინახულა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ქვედანაყოფის მეთაურმა გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს ასეულის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. გარდა ამისა, გენერალური შტაბის უფროსი გერმანულ ბაზა „მარმალზე“ ქართული ასეულის პირად შემადგენლობასაც შეხვდა. მან ქართველ ჯარისკაცებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა. მოგვიანებით, გენერალი სამხედროების საცხოვრებელ და სამუშაო პირობებს გაეცნო. მაზარ-ი-შარიფში ვიზიტის ფარგლებში, გენერალური შტაბის უფროსი გერმანული სარდლობის მეთაურს, ბრიგადის გენერალ ანდრეას ჰანემანსაც შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)