14:23 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-26 13:26:51, 1947 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
პრეზიდენტი: მახსოვს, რამდენად შორს ჩანდა ეს დღე თუნდაც 27-30 წლის წინ, რამდენად რთულ ვითარებაში ვიყავით

მახსოვს, რამდენად შორს ჩანდა ეს დღე თუნდაც 27-30 წლის წინ, რამდენად რთულ ვითარებაში ვიყავით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრეზიდენტმა პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან და შვილთან, ანა მარგველაშვილთან ერთად რუსთაველის გამზირზე გაისეირნა და მოქალაქეებთან ერთად ფოტოებიც გადაიღო.

 „ძალიან მიყვარს ეს დღე და მიყვარს, როდესაც ყველა ერთად ვზეიმობთ. საერთოდ მიყვარს როდესაც არის დღესასწაული და არ არის ჩვენს შორის განსხვავება. ყველას ერთად გვიხარია. მახსოვს, რამდენად შორს ჩანდა ეს დღე თუნდაც 27-30 წლის წინ, რამდენად რთულ ვითარებაში ვიყავით და მაშინ მოხდა ეს გარდატეხა. მე ვიხსენებ იმ ადამიანებს, ვისაც ასე ძალიან უხაროდა მაშინაც ეს დღე და დღესაც, როდესაც ყველანი ერთად ვართ ერთი ემოციით გაერთიანებულები. ძალიან მიხარია, ყველას გილოცავთ ღმერთი  ფარავდეს ჩვენს სამშობლოს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics