|
2017-05-25 16:24:31, 863 ნახვა
სამხედრო
სამხედროები საკონტრაქტო სამსახურის თვითნებურად შეწყვეტის შედეგად დაკისრებული პირგასამტეხლოსგან თავისუფლდებიან
თავდაცვის სამინისტროს საკონსტრაქტო-სამხედრო მოსამსახურეები, საკონტრაქტო სამსახურის თვითნებურად შეწყვეტის შედეგად დაკისრებული პირგასამტეხლოსგან თავისუფლდებიან. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, გადაწყვეტილება საერთო ჯამში 1205 პირს შეეხება, რომლებსაც 2014 წლიდან დღემდე დაახლოებით 14 მილიონ 160 ათასი ლარი პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა. „თავდაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებული დადგენილების პროექტი, მხარდაჭერილ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ და ის საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება. მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განპირობებულია სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ თანადგომით და ჰუმანიზმის პრინციპით, თუმცა თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ აღნიშნული აქტი ერთჯერადია და ის სისტემატიურ ხასიათს ვერ მიიღებს. აღნიშნული დადგენილების ამოქმედების შემდეგ, საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებს, კონტრაქტის უმიზეზოდ შეწყვეტის შემთხვევაში, პირგასამტეხლო დაეკისრებათ, რომელიც მყისიერად აღსასრულებლად მიექცევა. ამავე დადგენილებით, სამხედრო მოსამსახურის მიერ უმიზეზოდ კონტრაქტის შეწყვეტის მოთხოვნის შემთხვევაში, მისი სამსახურიდან დათხოვნის გადაწყვეტილება, მიღებულ იქნება ერთიდან სამი თვის ვადაში“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)