02:12 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-24 19:44:09, 2204 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი კაკაურიძემ ლიტვის ელჩთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესში ლიტვის მხარდაჭერის შესახებ დღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ და ლიტვის ელჩმა საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასმა ისაუბრეს.

შეხვედრა, ფინანსთა სამინისტროში შედგა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ სტუმარს საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმისა და მის საფუძველზე მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მან ასევე ისაუბრა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების შესახებ.

თავის მხრივ, ლიტვის ელჩმა საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასმა განაცხადა, რომ ლიტვური მხარე გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, მხარდაჭერა აღმოუჩინოს საქართველოს რეფორმების განხორციელების პროცესში, მათ შორის, დაეხმაროს და გაუზიაროს გამოცდილება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების გატარების კუთხით.

მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილისა და ლიტვის ფინანსთა მინისტრის ვილიუს შაპოკას ბოლო შეხვედრის შესახებ, რომელიც კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში დაახლოებით ორი კვირის წინ გაიმართა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა და ვილიუს შაპოკამ საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს, რომლის დროსაც ლიტვურმა მხარემ საქართველოს მინისტრს რეფორმების განხორციელების პროცესში მხარდაჭერა და გამოცდილების გაზიარება შესთავაზა.

გიორგი კაკაურიძისა და გიედრიუს პუოჯუნასის შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი და სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics