09:21 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-15 09:16:05, 381 ნახვა

პოლიტიკა
კანადაში აჭარის მთავრობის წარმომადგენელთა ოფიციალური ვიზიტი მიმდინარეობს

კანადაში, ქალაქ მონრეალში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელთა ოფიციალური ვიზიტი მიმდინარეობს.

დელეგაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ხელმძღვანელობს.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები კანადის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობისა და კვების სამინისტროს, ასევე ეკონომიკის, ინოვაციებისა და ექსპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან.

პირველი შეხვედრა ორგანიზაცია INVEST IN QUEBEC-ის ხელმძღვანელ პირებთან შედგა. შეხვედრაზე აჭარის მთავრობამ რეგიონის შესახებ პრეზენტაცია გამართა და კვებეკის რეგიონის პრიორიტეტულ დარგებს გაეცნო. შეხვედრაზე კანადური მხარე საქართველოს ჰიდრო რესურსით დაინტერესდა და ენერგო სექტორში ინვესტირების ხელშეწყობაზე ისაუბრა. ასევე, მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობა საგანმანათლებლო სფეროში.

სამთავრობო ვიზიტი 17 აპრილამდე გაგრძელდება.  კანადის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს გაიმართება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და ტურიზმის სფეროში დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია. ასევე მოხდება აჭარის ა/რ საინვესტიციო გარემოს შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება. კანადაში ქართული დელეგაცია სხვადასხვა სამინისტროების მუშაობის სპეციფიკას, მიმართულებებსა და პრიორიტეტებს გაეცნობიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics