00:40 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-18 10:47:52, 2099 ნახვა

ეკონომიკა
ჩინეთის მთავრობა თბილისში „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ საერთაშორისო ფორუმის მხარდამჭერი იქნება

ჩინეთის მთავრობა მხარს დაგვიჭერს ნოემბერში თბილისში დაგეგმილი „ერთი სარტყელი - ერთი გზის" ფორუმის ჩატარებასთან დაკავშირებით,  - ამის სესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის ვიცე-პრემიერ ვანგ იანგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც ჩინეთის ქალაქ ჰეფეიში გაიმართა.

ფორუმი საქართველოში 27 – 28 ნოემბერს უნდა გაიმართოს. პირველი ანალოგიური ფორუმი თბილისში 2015 წელს სწორედ ჩინეთის მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდა.

„ეს იქნება პეკინში ჩატარებული „სარტყელისა და გზის ფორუმის" ერთგვარი გაგრძელება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელმაც ჩინეთის ვიცე-პრემიერი თბილისის ფორუმზე საპატიო სტუმრად მიიწვია.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics