09:34 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-17 19:42:58, 2223 ნახვა

სამართალი კომენტარი
„ეს არ ყოფილა ინციდენტი, იყო წამიერი შეხვედრა“ - ოთარ ფარცხალაძემ საგამოძიებო უწყება დატოვა

ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ ძველი თბილისის პირველი განყოფილება დატოვა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიებას 13 მაისს მომხდართან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.

„ვისაუბრე დეტალებზე. ეს არ ყოფილა ინციდენტი, ეს იყო წამიერი შეხვედრა. დანარჩენზე ისაუბრებს ადვოკატი “, - განაცხადა ოთარ ფარცხალაძემ.

შეგახსენებთ,  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თორდია აცხადებს, რომ 13 მაისს, შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ „ელ ცენტროში“, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები პირები თავს დაესხნენ. ლაშა თორდია მომხდარს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირებს.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics