|
2015-04-14 12:22:39, 1655 ნახვა
სამხედრო
51-ე ბატალიონის მორიგი ნაკადი ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნდა
საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის მეორე ნაკადი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 150 ქართველ სამხედროს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე დახვდა და ქართველ სამხედროებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ სამშვიდობოებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა. ქართველი სამხედროები „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე 6 თვის განმავლობაში მსახურობდნენ. მათი მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. 51-ე ბატალიონი, როტაციის წესით, IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა. 51-ე ბატალიონის სამხედროები საქართველოში უდანაკარგოდ დაბრუნდნენ. რამდენიმე კვირაში 51-ე ბატალიონის სრული პირადი შემადგენლობა სამშობლოში იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)