15:27 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-06 10:40:02, 1514 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილმა უკრაინის შს მინისტრი არსენ ავაკოვი საქართველოში მოიწვია

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი, უკრაინის ელჩს საქართველოში იგორ დოლგოვს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების საკითხები განიხილეს და პრიორიტეტული მიმართულებები დასახეს.

საქართველოს შს მინისტრი უკრაინის ელჩს შსს-ს აკადემიის მიერ დაგეგმილი საერთაშორისო ტრენინგების პროექტზე ესაუბრა, რომელიც დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ერთიანი მიდგომების შემუშავებას და პარტნიორ ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი კონტაქტების დამყარებას შეუწყობს ხელს.

გიორგი მღებრიშვილმა იგორ დოლგოვს შს სამინისტროში ბოლო პერიოდში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები და პროექტები გააცნო, მათ შორის, მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, ასევე, კრიმინალური პოლიციის რეფორმირების, საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციისა და ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის პროექტები.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს შს მინისტრმა, უკრაინელი კოლეგა - არსენ ავაკოვი საქართველოში პოლიციელის დღის აღსანიშნავ ოფიციალურ ღონისძიებაზე მოიწვია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics