11:03 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-01 16:08:36, 2241 ნახვა

საზოგადოება
„არ შემოვუშვათ კრემლის მოტოციკლისტები საქართველოში“ - სოციალურ ქსელში პეტიცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში პეტიცია სახელწოდებით "არ შევუშვათ კრემლის მოტოციკლისტები საქართველოში" ვრცელდება.

როგორც პეტიციაშია ნათქვამი, 9 მაისისთვის კრემლის ხელისუფლებასთან აფილირებული ბაიკერ-კლუბ "ღამის მგლების" წევრები საქართველოში პროპუტინურ ძალებთან ერთად აქციის გამართვას აპირებენ.

"ცნობილია, რომ ამა წლის 9 მაისისთვის კრემლის ხელისუფლებასთან აფილირებული და ევროპის ქვეყნებში non-grata-დ გამოცხადებული მოტოციკლისტთა ჯგუფი, "ღამის მგლები", აპირებს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას და, ადგილობრივ პროპუტინურ ძალებთან ერთად, თბილისში ვაკის პარკში აქციის მოწყობას.

მოვითხოვთ, რომ საქართველოს სახელმწიფომ მკაფიოდ აჩვენოს ყველას, რომ ის ჩვენი ქვეყნის ინტერესების და ღირსების სადარაჯოზე დგას და არ დაუშვებს ამ ჯგუფის საქართველოში შემოსვლას", - ნათქვამია პეტიციაში. 

შეგახსენებთ, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, 9 მაისს, რუსი ბაიკერების კლუბის "ღამის მგლების" წევრები საქართველოში ჩამოსვლას ისევ გეგმავენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics