06:57 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-26 14:52:25, 1819 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ხეხილის ესპანური ჯიშები გადაეცა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საკოლექციო-სადემონსტრაციო ბაზას ხეხილის 40-ზე მეტი პერსპექტიული, ესპანური ჯიში გადაეცა. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და ესპანურ კომპანიას „ვივეროს პროვედო" შორის არსებული ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში,  ჯიღაურას ბაზას მსხლის, გარგარის, ატმის, ნუშის, ბლის და ქლიავის ნერგები გადაეცა. 

მათივე ცნობით, აღნიშნული  ჯიშების  ბიოლოგიურ-სამეურნეო თვისებების შესწავლა საერთაშორისოდ აღიარებული ჯიშთაშესწავლის მეთოდიკებისა და პროტოკოლების მიხედვით განხორციელდება. 

კვლევების შედეგად ადგილობრივი მეხილე ფერმერები  ინფორმაციას მიიღებენ ახალი კონკურენტუნარიანი ჯიშების თავისებურებებისა და უპირატესობების შესახებ.   

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics