|
2017-04-24 14:05:20, 3762 ნახვა
კულტურა
1 მაისს ოპერის თეატრში, მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით, საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება
1 მაისს 21:00 საათზე საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრში, საქველმოქმედო ფონდი „ნატვრის ხე“ და კომპანია „სოკარი“ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად, მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით რიგით მე 7 - კონცერტს წარმოგიდგენთ. ფონდის საპატიო სტუმრები ამჯერად იქნებიან მსოფლიო ვარსკვლავები: თანამედროეობის უდიდესი დირიჟორი, კომპოზიტორი და პიანისტი ეციო ბოსსო, სოპრანო კარმენ ჯანატაზიო, პიანისტი ოლივერ პული, ფონდის დამფუძნებელი მსოფლიოში აღიარებული ქართველი ვარსკვლავი ნინო სურგულაძე. ოპერის სიმფონიურ ორკესტრს უდირიჟორებს მაესტრო ეციო ბოსსო.
2011 წელს ეციოს დაუდგინდა უკურნებელი სენი, გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი, რომელიც ფატალური შედეგით სრულდება. მიუხედავად ამისა ეციო არ ჩერდება და კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით წერს, ქმნის და გასცემს, უამრავ პოზიტიურ ენერგიას და სიყვარულს.
კარმენი ახლახანს წარსდგა რომის პაპის წინაშე ვატიკანის „ნერვის“ დარბაზში, სეპციალურ კონცერტზე, რომელიც გადაიცემოდა ტელეკომპანია „რაის“ მიერ მთელ მსოფლიოში. მისი საოპერო მიღწევებისთვის წელს კარმენი დაჯილდოვდა იტალიის პრეზიდენტისგან იტალიის „ვარსკვლავის კავალერის“ წოდებით. ასევე კარმენ ჯანატაზიო არის „ბულგარის“ ელჩი, მის ჩაცმულობაზე კი ზრუნავს ცნობილი დიზაინერი ანტონიო რივა.
„ნატვრის ხემ“ გასული ექვსი ღონისძიებით, ქართული საზოგადოების, მსოფლიო ვარსკვლავების ჩართულობით და დახმარებით ორმოცდაათამდე ბავშვს აჩუქა სიცოცხლე, ბავშვების უმრავლესობას საზღვარგარეთ მკურნალობა დაუფინანსდა და ჩაუტარდათ ურთულესი ოპერაციები. ფონდის საქველმოქმედო ნომერზე დღემდე ორასი ათასზე მეტი ზარია განხორციელებული და შემოსილი.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge -ზე. საქველმოქმედო ანგარიშის ნომერი სს თიბისი ბანკი ა/ა GE18TB7276636080100005 საქველმოქმედო ტელეფონის ნომერი 09 01 900 999 ზარის ღირებულება 1 ლარი.
ანა ნაცვლიშვილი პოლიციის მიერ ადამიანების ცემა-წამებაზე შსს-ს კითხვებით მიმართავს
კუპრაძე პოლიციელების ძალადობაზე - დაისაჯონ, გამოაშკარავდეს ყველა დამნაშავე
სახალხო დამცველი: ვგმობ პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას
რუსული ჩრდილოვანი ფლოტის ქართველმა კაპიტანმა აშშ-ში წაყენებული ბრალი აღიარა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ეციო ბოსსო მუსიკოსი, რომელიც 2016 წელს იტალიაში ასი ათასზე მეტი გაყიდული ბილეთით ყველაზე აქტიურ და წარმატებულ შემსრულებლად აღიარეს. ლონდონში მისი ერთ ერთი კონცერტი წლის უდიდეს მოვლენად ერთხმად აღიარა პრესამ და კრიტიკამ. მაესტრო ეციო ბოლონიის კომუნალური საოპერო თეატრის მთავარი მიწვეული დირიჟორი და ასევე ლონდონის სიმებიანი ორკესტრის ხელმძღავნელი გახლდათ დიდი ხნის განმავლობაში, მიღებული აქვს უამრავი ჯილდო და საერთაშორისო პრემია. მისი მუსიკა სრულდება ლონდონის კოვენტ გარდენში, ვენის შტატს ოპერაში, ფლორენციის, ჰიუსტონის, ბუენოს-აირესის კოლონის თეატრში, სიდნეის ოპერაში და სხვა მსოფლიო წამყვან თეატრებში, იგი ასევე თანამშროლობს სონი-კლასიკალთან, სწორედ სონისთან ერთად გამოიცა დისკი მისი კომპოზიციებით. ეციომ ცნობილ კინორეჟისორებთან ტანდებით წლების მანძლზე მრავალი ფილმისათვის დაუვიწყარი კინომუსიკა შექმნა. იგი ასევე ქმნის მუსიკას ბალეტისთვის და თეატრისთვის. შექმნილი აქვს ტრიოები, კვარტეტები, სიმფონიები და სხვა მრავალი ნაწარმოებები.
კარმენ ჯანატაზიო იტალიელი, კერძოდ ნეაპოლიტანელი, მსოფლიოში აღაირებული სოპრანო. იგი დღეს საოპერო სამყაროში ერთ ერთი ყველაზე მოთხოვნადი მომღერალია. „დეილი ტელეგრაფმა“ კარმენი თავისი თაობის ერთ ერთ ყველაზე ნიჭიერ სოპრანოდ დაასახელა. კარმენი გამოდის მსოფლიოს წამყვან თეატრებში: მეტროპოლიტენ ოპერა, მილანის ლა სკალა, ლონდონის კოვენტ გარდენის, შანს ელიზეს, არენა დი ვერონას, ფლორენციის, ვენეციის, ლოს-ანჯელესის, რომის, სეულის და სხვა წამყვან თეატრებში. თანამშრომლობს მსოფლიოს უდიდეს დირიჟორებთან. კარმენმა შეასრულა ტრავიატას პარტია ცნობილი თურქი კინო-რეჟისორის ფრანც ოცპეტეკის საოპერო დადგმაში „ტრავიატა“, რომელმაც მომღერალს პირველი კლასის ღირსეული შემსრულებელი უწოდა.
ბრიტანელი პიანისტი და ვირტუოზი, ფონდის მეგობარი ოლივერ პული საქართველოში უკვე კარგად ცნობილი და საყვარელი შემსრულებელია, მან „ნატვრის ხის“ თითქმის ყველა ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ბავშვების დასახმარებლად.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)