21:56 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-22 18:20:47, 2747 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილი: საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია ლარიზაციის სამთავრობო გეგმას მხარს უჭერს

„საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) გააძლიერებს ისეთი მიმართულებების დაფინანსებას, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, ტურიზმი, საფინანსო სექტორი", - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა  მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა IFC-ის ვიცე-პრეზიდენტთან, დიმიტრის ციცირაგოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია საქართველოს ეკონომიკის აღნიშნული სექტორების ლარში დაფინანსებისთვისა და ქვეყნის მთავრობის ლარიზაციის გეგმის მხარდასაჭერად, ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვებას განიხილავს.

დღემდე, კორპორაციას საქართველოს კერძო სექტორში, 59 პროექტში 1,64 მლრდ აშშ დოლარი აქვს ინვესტირებული.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics