13:56 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-21 19:11:15, 2413 ნახვა

ეკონომიკა
დევ იაგადესანი: OPIC-მა საქართველოში ოპერაციათა მოცულობა გააორმაგა - პროექტის განხორციელებას ველოთ

OPIC-მა საქართველოში ოპერაციათა მოცულობა გააორმაგა , შესაბამისად, ჩვენ პროექტების განხორციელებას თქვენს ქვეყნაში აქტიურად ველით, - ამის შესახებ   ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაციის  პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელისა და აღმასრულებელი დირექტორის, დევ იაგადესანის (Dev Jagadesan) წერილშია აღნიშნული. 

აღნიშნული გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაციაში (OPIC)  ქართული დელეგაციის შეხვედრის შემდეგ იქნა მიღებული.   

„მადლობას გიხდით თქვენ და თქვენს დელეგაციას ჩვენთან - ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაციაში ვიზიტისთვის. კვლავ ველით ასეთი ტიპის შეხვედრების გამართვას, რათა გავაძლიეროთ ჩვენი ისედაც მჭიდრო და წარმატებული პარტნიორობა საქართველოსთან. მოხარული ვიქნებით, მონაწილეობა მივიღოთ საქართველოში ორგანიზებულ ნებისმიერ კონფერენციაში, განსაკუთრებით, საინვესტიციო ფონდების მიმართულებით. ველით თქვენთან თანამშრომლობის გაგრძელებას", -ნათქვამია წერილში. 
 
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაციაში შეხვედრა ვაშინგტონში, 19 აპრილს შედგა და მას პირველ ვიცე-პრემიერთან, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა ესწრებოდნენ.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics