|
2017-04-20 16:34:04, 1477 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან საკონსტიტუციო რეფორმის საკითხები განიხილა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ,,კონსტიტუცია ყველასია'' კამპანიის ფარგლებში დღეს ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესა და მოსამართლეებს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო რეფორმის დოკუმენტის ის ნაწილი განიხილეს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს შეეხება. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ ბათუმში ყოფნისას ყოველთვის სტუმრობს სასამართლოს ამ საკონსტიტუციო ორგანოს პატივისცემის ნიშნად. ,,დღეს ბათუმში "კონსტიტუცია ყველასია" კამპანიის ფარგლებში ვიმყოფები და მქონდა შესაძლებლობა პატივცემული მოსამართლეებისთვის მეკითხა ზოგადად, რას ფიქრობენ საკონსტიტუციო ცვლილებების იმ ნაწილთა მიმართებაში, რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს'', - აღნიშნა პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)