02:43 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-20 11:44:12, 1540 ნახვა

საზოგადოება
„თეგეტა მოტორსის“ მოწვევით Bosch-ის და Motul-ის წარმომადგენლებმა ტექნიკურ უნივერსიტეტში ლექცია-სემინარი გამართეს

კომპანია „თეგეტა მოტორსის“  სასწავლო ცენტრის „თეგეტა აკადემიის“ მიერ მოწვეულმა ტრენერებმა „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ სატრანსპორტო ფაკულტეტის  სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ტექნიკური სემინარი ჩაუტარეს.

სემინარს უძღვებოდნენ კომპანია „BOSCH“ -ის წარმომადგენლები დიმიტრი ულიანოვი და გრიგორი როზავინი და კომპანია „MOTUL“-ის  წარმომადგენლები სერგეი ევდოკიმოვი, ანდრეი სიჩევი და ანდრეი ლაუშკინი. სემინარზე სტუდენტებს გააცნეს თანამედროვე საავტომობილო სფეროს განვითარების სიახლეები, გამოწვევები და პერსპექტივები; ელექტრო, ჰიბრიდული და სხვა ალტერნატიულ საწვავზე მომუშავე საავტომობილო ტრანსპორტი და  მათი განვითარების პერსპექტივები; თანამედროვე ტექნოლოგიები და მათი როლი  ეკოლოგიისა და გარემოზე ზრუნვის კუთხით. ღონისძიების პროგრამა შემუშავდა სატრანსპორტო ფაკულტეტის დეკანთან ბ-ნ ოთარ გელაშვილთან თანამშრომლობით და მაქსიმალურად მორგებულია დამსწრე აუდიტორიის საჭიროებასა და ინტერესს.

აღნიშნული სემინარი „თეგეტა მოტორსის“ და „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. აღნიშნული მემორანდუმის შედეგად, 2015 წელს „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ სატრანსპორტო ფაკულტეტზე გარემონტდა და თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა „თეგეტა მოტორსის“ სახელობის აუდიტორია. 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics