|
2017-04-19 14:33:54, 1838 ნახვა
პოლიტიკა
გომელაური: გამოვლენილია მოქალაქეები, რომელთა ქმედებებში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირის ნიშნები იკვეთება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გამოვლენილია უცხო ქვეყნების მოქალაქეები, რომელთა ქმედებებში იკვეთება უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირის ნიშნები. როგორც გომელაურმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობდა საქართველოში მოქმედი უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების საქმიანობის, მათ მიერ გამოყენებული ძალებისა და საშუალებების, დაინტერესების ობიექტებისა და კავშირების შესწავლა, ასევე სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამოვლენა და აღკვეთა. „საანგარიშო პერიოდში სამსახური აქტიურად საქმიანობდა კონტრდაზვერვითი მიმართულებით. კონტრდაზვერვითი ამოცანების სრულყოფილი შესრულებისთვის ხორციელდებოდა ქვეყანაში შექმნილი ოპერატიული ვითარების მონიტორინგი. გამოვლენილია უცხო ქვეყნების მოქალაქეები, რომელთა ქმედებებში იკვეთება უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირის ნიშნები. დადგენილია მათი კონტაქტები საქართველოს მოქალაქეებთან. მიმდინარეობს აღნიშნული კონტინგენტის ოპერატიული შესწავლა, რათა დროულად აღიკვეთოს შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურები სადაზვერვო ინფორმაციისა და შესაბამისად, სასურველი შედეგის მიღებას, არაძალისმიერი მეთოდების გამოყენებით, ე.წ. „რბილი ძალის“ კონცეფციის მიხედვით ცდილობენ. აღნიშნულის განეიტრალების მიზნით, კომპლექსურად და გეგმაზომიერად ტარდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები საქმიანობაში ჩართული ძალებისა და მათი დაფინანსების წყაროების გამოსავლენად, ასევე, იმ პირთა დასადგენად, რომლებიც შესაძლოა თანამშრომლობდნენ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან. აქტიურად მიმდინარეობდა უსაფრთხოებისა და სადაზვერვო სისტემებიდან ინფორმაციის გადინებისა და ხსენებულ ორგანიზაციებში დეზინფორმაციის მოხვედრისა და გავრცელების პრევენცია, ჯაშუშების შეღწევის შესაძლო არხების გამოვლენა და შესაბამისი კონტრღონისძიებების გატარება. შეიარაღებული ძალების კონტრდაზვერვითი უზრუნველყოფის კუთხით, მიმდინარეობდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირში მყოფ პირთა მუდმივი მონიტორინგი, ასევე ცალკეულ პირთა მიერ დესტრუქციული და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის გამოვლენა და აღკვეთა. ამ მიმართულებით ოპერატიული ღონისძიებები ტარდება 99 პირის მიმართ. გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის კუთხით. დაიხვეწა საიდუმლოებაზე დაშვების მექანიზმები“,-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)