01:20 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-18 18:55:54, 1513 ნახვა

საზოგადოება
ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანმა გიორგი მარგველაშვილი ირანში მიიწვია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს მოჰამად ჯავად ზარიფს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა სტუმარს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა  და აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტისა და ე.წ საელჩოს გახსნის შესახებ აღშფოთება გამოთქვა.

მათივე ინფორმაციით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა, თავის მხრივ კი, საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სტუმარს გამოხატული მხარდაჭერისათვის.

მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესახებ და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს გეოპოლიტიკური როლის მნიშვნელობას აღნიშნული ურთიერთობების განვითარების საკითხებში.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე რეგიონულ თანამშრომლობას საქართველო-ირანი-აზერბაიჯანის კონტექსტში და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციების გააქტიურებას.

გიორგი მარგველაშვილს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის მოწვევა გადასცა.

„ჩვენ ამ რეგიონს ვუყურებთ, როგორც თანამშრომლობის რეგიონს და ნებისმიერი სახის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა, რა თქმა უნდა, სტაბილურობას შეუწყობს ხელს.  ამ მიმართულებით უნდა გავააქტიუროთ ჩვენი თანამშრომლობა, როგორც ორმხრივ ურთიერთობებში, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში", - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა, რომელიც შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან და პოლიტიკურ მდივან ფიქრია ჩიხრაძესთან ერთად ესწრებოდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე, ირანის სავაჭრო პალატის და სახელმწიფოს ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენლები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics