12:27 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-18 14:34:43, 2038 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრაში, რომლის დროსაც შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ინვესტორი კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დიმიტრი ქუმსიშვილი, როგორც ფინანსთა მინისტრი და მსოფლიო ბანკის მმართველი დირექტორი საქართველოდან, პირველად მიიღებს მონაწილეობას სსფ-ისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრაში, რომლის დროსაც დაგეგმილია მისი შეხვედრები აღნიშნული საფინანსო ორგანიზაციების მაღალი თანამდებობის პირებთან.

გარდა ამისა, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი შეხვედრებს გამართავს წლიურ შეხვედრაში მონაწილე სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან, მათ შორის, ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილესთან, კატარინა მატერნოვასთან, რომლის დროსაც განიხილება საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.

აგრეთვე, დაგეგმილია დიმიტრი ქუმსიშვილის შეხვედრები წლიურ შეხვედრაში მონაწილე მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან.

აშშ-ში გამართულ შეხვედრებს, ასევე, დაესწრება ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა. 

 

 (NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დემო დღე 25 ივნისს გაიმართება
საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation - ის პარტნიორობის ფარგლებში, სამეფო უბნის თეატრი სპექტაკლ „მოახლეებს“ ნიუ იორკის სცენაზე წარადგენს
ალეკო ელისაშვილმა პაპუაშვილს სასამართლოში უჩივლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics