|
2017-04-13 15:56:36, 1640 ნახვა
საზოგადოება
„ცისფერყანწელთა“ ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური ობიექტის ესკიზის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა
თბილისის მერიამ ,,ცისფერყანწელთა ორდენის“ წევრი პოეტების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური ობიექტის ესკიზის გამოსავლენად კონკურსი გამოაცხადა. თბილისის მერიის ინფორმაციით, გამარჯვებულ პროექტს ღია კონკურსის საშუალებით საკონკურსო კომისია გამოავლენს. მათივე ცნობით, გამარჯვებული ესკიზის მიხედვით შექმნილი მემორიალური ობიექტი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მოქანდაკის მიერ შერჩეულ ადგილზე განთავსდება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორ ფიზიკურ პირებს, ასევე შემოქმედებით კავშირებსა და ავტორთა ჯგუფს. საკონკურსო განაცხადი და მასზე თანდართული დოკუმენტაცია მიიღება თბილისის მერიაში, კონკურსის გამოცხადებიდან 70 კალენდარული დღის განმავლობაში. საკონკურსო წინადადებები მათი მიღების დასრულებიდან 10 კალენდარულ დღეში საჯაროდ გამოცხადდება. დამატებითი ინფორმაცია კონკურსის ჩატარების წესისა და საკონკურსო პირობების შესახებ იხილეთ: http://tbilisi.gov.ge/news/3572 (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)