22:35 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-13 13:27:06, 1745 ნახვა

საზოგადოება
გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე მთავრობის წევრები მივიდნენ

მარჯანიშვილის თეატრში, სადაც სახალხო არტისტის, გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, მთავრობის წევრები მივიდნენ.

როგროც “ექსპრესნიუსის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მინისტრებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მიხელი ჯანელიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია, ინფრასტრუქტურის მინისტრი გიორგი ალავიძე, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ბარამიძე.

მსახიობს ასევე პატივი მიაგო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ.

ცნობისთვის, მარჯანიშვილის თეატრში მსახიობის და სახალხო არტისტის გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. გარდაცვლილის ოჯახს კოლეგები, მეგობრები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები უსამძიმრებენ.

გივი ბერიკაშვილს მარჯანიშვილის თეატრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ და 15:00 საათზე, საბურთალოზე, ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, მსახიობი გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics