|
2017-04-08 10:44:43, 1004 ნახვა
სამხედრო
ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში ჰუმანიტარული ოპერაცია განახორციელეს
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ეგიდით დისლოცირებულმა საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ერთობლივი ჰუმანიტარული ოპერაცია განახორციელეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის და II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედროებმა საქართველოდან, კერძოდ ქალაქ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, მერიის და გამგეობის მიერ ავღანეთში გაგზავნილი სასკოლო და პირადი მოხმარების ნივთები სოფელ მუსაპეინის სკოლის მოსწავლეებს გადასცეს. ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ჰუმანიტარულ ოპერაციაში ამერიკელი სამხედროებიც მონაწილეობდნენ. ღონისძიებაში სკოლის დირექტორი, სოფლის უხუცესი - მალიკი და ავღანეთის ეროვნული არმიის წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთნენ. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში განხორციელებული ჰუმანიტარული ოპერაციის მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის დახმარება და მათი კეთილგანწყობის მოპოვებაა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)